00:45 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-10 10:55:15, 484 ნახვა

საზოგადოება
ქობულეთში ხანძარს სამი ბავშვი ემსხვერპლა

დღეს, 05:00 საათზე,  ქობულეთში, აღმაშენებლის ქ. N358-ში, მდებარე სასტუმროს „არმაზი“ ხანძარი გაუჩნდა. ამ დროს სასტუმროში ქ. რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის 35 ბავშვი იმყოფებოდა, რომლებიც ბათუმში მუსიკალურ ფესტივალში მონაწილების მისაღებად ჩავიდნენ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძარს სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული. დანარჩენი ბავშები ქობულეთის გამგეობამ მეზობლად მდებარე სახლში გადაიყვანა და საჭირო პირობებით უზრუნველყო.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი რუსლან ქორიძე. მთავრობის წარმომადგენლებმა მოინახულეს ბავშვები და დარწმუნდნე, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ. 

ხანძრის შედეგად განადგურდა ბავშვების საყოფაცხოვრებო ნივთები, ბავშვებს ტანსაცმლითა და სხვა საჭიროებებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და ქობულეთის გამგეობა უზრუნველყოფს. 
სასტუმროდან გამომავალი ბოლი საპატრულო ბოლიციამ პატრულირებისას შენიშნა. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ სახანძრო და სამაშველო ბრიგადები. ასევე, ქობულეთის გაგმგეობის პირველი პირები.

ხანძრის წარმოშობის მიზეზი არ არის ცნობილი, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა. სავარაუდოდ ხანძარი იმ ოთახში განჩნდა, სადაც 3 დაღუპული ბავშვი იმყოფებოდა.
ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი ამ წუთებში ქობულეთისკენ მოემართება, რათა ბავშვები ადგილზე მოინახულოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics