13:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-16 10:44:21, 1133 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია პოლკოვნიკ ჯონ ქაროლს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის მოადგილე იმყოფება.

პოლკოვნიკ ჯონ ქაროლს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და აშშ-ის საზღვაო ქვეით ძალებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმრებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის გადასროლისწინა მოსამზადებელ ეტაპზე აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლობასთან თანამშრომლობა მხოლოდ საერთაშორისო მისიებს არ მოიცავს.

სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროს განვითარების სამომავლო გეგმებიც განიხილეს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) წარმოადგენდა, რომელსაც საქართველო სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად ახორციელებს.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი და დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics