11:03 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 13:36:00, 956 ნახვა

სამხედრო
ტრენინგი - „სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობა ჰიბრიდული ომის საპასუხოდ“ დაიწყო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა (DIB) და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით, ტრენინგი „სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობა ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ" დაიწყო. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენლები, გუს ჰოფსტიდი და რუდოლფ კეიზერი უძღვებიან.

უწყების ცნობით, ორი დღის განმავლობაში ისინი ქართველ ექსპერტებთან ერთად, მსმენელებს ჰიბრიდული ომის საფრთხეებსა და ამ ფონზე, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

კურსს თავდაცვის უწყების, მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები და უსაფრთხოების სექტორის სხვა საჯარო მოხელეები ესწრებიან.

ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებს DIB სკოლისა და კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ერთობლივი სერტიფიკატი გადაეცემათ.

კლინგენდაელის ინსტიტუტი და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ინტენსიურად თანამშრომლობენ.

 ჰოლანდიელი სპეციალისტები DIB სკოლას რეგულარულად სტუმრობენ და ქართულ მხარეს გამოცდილებას უზიარებენ.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
3 თვეში საქართველოს 1 მილიონი ტურისტი ეწვია
წლის დასაწყისში აშშ-ის უმსხვილესმა ბანკებმა მოგების რეკორდი მოხსნა
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics