21:41 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 12:01:06, 403 ნახვა

საზოგადოება
საგარეო უწყება ბენინის სანაპიროსთან მყოფი ქართველი მეზღვაურების შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლები ბერძნული კომპანია Western Mediterranean Shipping S.A. წარმომადგენელს დაუკავშირდნენ, რომლის 5 ხომალდზეც დასაქმებული 23 ქართველი მეზღვაური ბენინის სანაპიროსთან იმყოფება.

"კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ხუთი გემიდან სამი უკვე მომარაგებულია საკვებით, დანარჩენ ორს, დღეს დღის განმავლობაში მიეწოდება სურსათი. ხელფასებსა და მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იანვრის ბოლომდე მოგვარდება ფინანსური პრობლემები, რის შემდეგაც კომპანია უზრუნველყოფს მეზღვაურებისთვის ხელფასების გადახდასა და ეტაპობრივად მათ სამშობლოში დაბრუნებას.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს ერთი მოქალაქე ხელის მოტეხილობით, გემ DIAS-იდან გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, რის შემდეგაც იგი სამშობლოში გამოემგზავრა.  ასევე,  გემ DIAS-ის კიდევ ერთი მეზღვაური უახლოეს პერიოდში გეგმავს სამშობლოში დაბრუნებას.

ხომალდ ASTERIS-იდან, გამოყვანილ იქნა ორი ქართველი მეზღვაური, რომლებიც ამჟამად განას დედაქალაქ აგრაში იმყოფებიან. მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო წარმომადგენელი შეხვედრას გამართავს განას საელჩოში",-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics