13:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 11:27:10, 313 ნახვა

საზოგადოება
"MIA FORCE"-ის მრბოლელმა დავით ქაჯაიამ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტულ კლუბ "MIA FORCE"-ის მრბოლელმა დავით ქაჯაიამ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.

შსს-ს ინფრომაციით, ქართველმა სპორტსმენმა უნგრეთში გამართულ ეტაპზე, თავის კლასში პირველი, ხოლო საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. შსს-ს სპორტული კლუბის ავტომრბოლელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დახვდნენ. მომსახურების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით მიზანდარმა ქართველ მრბოლელს წარმატება მიულოცა და შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა.

აღსანიშნავია, რომ ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატზე (ETCC) ქართველმა სპორტსმენმა პირველად მიიღო მონაწილეობა. 2012, 2013 და 2014 წლებში კი დავით ქაჯაია შსს-ს სპორტული კლუბის სახელით საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ეგიდით გამართულ "LEGEND SUPER CUP"- ის სახელწოდებით ცნობილ ჩემპიონატზე ასპარეზობდა, რომელშიც ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ სამჯერ მოიპოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics