11:15 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 14:45:43, 540 ნახვა

საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი მოჭადრაკე ქალთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოჭადრაკე ქალთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ულოცავს.

„ვულოცავ საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.

ჩინეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა დაამტკიცეს, რომ მსოფლიოში უძლიერესები არიან.

ვულოცავ ნაკრების თითოეულ წევრს, მწვრთნელებს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა მათ მომზადებაში.

ქართველები ყოველთვის განებივრებული ვიყავით ჩვენი მოჭადრაკე ქალების წარმატებებით. გულშემატკივრები რამდენიმე წელი ელოდნენ ამ დიდ გამარჯვებას. საამაყოა, რომ ახალმა თაობამ მსოფლიო საჭადრაკო ასპარეზზე ღირსეული ადგილი დაიბრუნა.

გულითადად ვულოცავ მათ ამ დიდ წარმატებას და კიდევ ბევრ გამარჯვებას ვუსურვებ“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics