02:25 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 17:07:15, 573 ნახვა

საზოგადოება
დღეს დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელისა (CENN)  და არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა“ –ს ორგანიზებით, დღეს თბილისის ზოოპარკში   საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ,     ნარჩენების მდგრადი მართვისა და გარემოსდაცვით   თემაზე შექმნილი პოსტერებისა და ნახატების გამოფენა გაიმართა.  

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი,  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. 

გამარჯვებულები ღონისძიების ორგანიზატორებმა დააჯილდოვეს. პირველი ადგილის მფლობელი ეკო-ბანაკ ტიან- შანზე გაემგზავრება, ხოლო მეორე ადგილზე გასული საჯარო  სკოლის მოსწავლეები საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ეწვევიან. 

დღეს ზოოპარკში “ეკო ბანაკის“ კლუბის წევრებმა დარგვის აქციაშიც მიიღეს მონაწილეობა.
წელს დედამიწის დღე 45-ედ აღინიშნება და მისი მთავარი თემაა „კლიმატის ცვლილების სახე“ - ექსტერმალური ამინდი, დაკარგული სახეობები, დაბინძურებული გარემო - ჩვენი დღევანდელობა.  ყოველი წლის 22 აპრილს ღონისძიებაში 190-ზე  მეტი   ქვეყნის,  20 ათასამდე  ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. 

დედამიწის დღე პირველად 1970 წლის 22 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნა და ის მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics