00:59 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 13:16:29, 804 ნახვა

სამხედრო
ქართული ოცეული საერთაშორისო სწავლებაში „Sea Breeze 2017“ მონაწილეობს

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის ნაკრები ოცეული უკრაინაში გაემგზავრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი სამხედროები ყოველწლიურ საერთაშორისო სწავლებაში „Sea Breeze 2017“ იღებენ მონაწილეობას, რომელიც დღეიდან 23 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

„სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობასა და კოორდინაციას, საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში გამოცდილების გაზიარებასა და ამფიბიურ ოპერაციებს ისახავს.

სწავლება აშშ-ის მე-6 ფლოტის სარდლობისა და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი მასპინძლობით ოდესის რეგიონის საზღვაო აკვატორიაში იმართება და მასში ქართულ ოცეულთან ერთად აშშ-ის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, კანადის, მოლდავეთის, ნიდერლანდების, პოლონეთის, რუმინეთის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მცურავი საშუალებები, საზღვაო ავიაცია, საბრძოლო მყვინთავები და საზღვაო ქვეითი ქვედანაყოფები მონაწილეობენ.

ქართული ოცეული სწავლების საზღვაო ქვეით კომპონენტში ჩაერთვება. ქვედანაყოფის 2 ოფიცერი „შიროკი ლანის“ პოლიგონზე განთავსებულ მრავალეროვნული ბატალიონის შტაბის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი აშშ-ის მე-6 ფლოტის და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო მყვინთავებთან ერთად ოდესაში განთავსდება და სამხედრო და სამოქალაქო პორტებში თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს გაივლის.

„Sea Breeze 2017“-ის ფარგლებში ქვეითი ოცეული ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებაში, პატრულირებაში, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვაში, ამფიბიურ ოპერაციებში, საჰაერო დესანტირებასა და ბრძოლა დასახლებულ პუნქტებში გაივლის. ქართველი სამხედროები სპორტულ ღონისძიებებშიც ჩაერთვებიან“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ოცეულს იგივე სწავლებაში მონაწილეობა 2008 წელსაც აქვს მიღებული.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics