15:23 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 14:06:28, 2733 ნახვა

კომენტარი Lifestyle
სააკაშვილი: პუტინმა თქვა, რომ მე გიჟი ვარ - ეს ძველი მეთოდია, როდესაც ოპონენტებს გიჟებად აცხადებენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინელი ოპოზიციონერი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც პუტინმა ამერიკელ რეჟისორ ოლივერ სტოუნს მისცა.

როგორც სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, პუტინის ჩვევაშია ოპონენტების გიჟებად გამოცხადება.

"პუტინს არ შეუძლია, არ გავახსენდე. ამერიკელ რეჟისორთან ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ ყველამ იცის - რომ მე გიჟი ვარ. ეს ძველი „გებისტური“ მეთოდია, როდესაც ყველა ოპონენტს გიჟად გამოაცხადებ. ნამდვილად, პუტინის შეფასებით, გიჟი უნდა იყო, როდესაც შენს ხელში მილიონობით დოლარი გადის და არ იპარავ, გიჟი ხარ როდესაც შანტაჟს და ზეწოლას არ ნებდები, გიჟი უნდა იყო, რომ ჩემსავით იაზროვნო, რადგან მე მჯერა - უკრაინა  ევროპის ნაწილი გახდება. რა თქმა უნდა, პუტინისთვის სიგიჟეა, როდესაც ვინმე ფიქრობს, რომ პუტინს მალე ბოლო მოეღება და უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს. მე ამის მჯერა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუ ამერიკელმა რეჟისორმა ოლივერ სტოუნმა ჩაწერა. ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ აგვისტოს ომს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ინიციატივით ვერ გაბედავდა და სააკაშვილს ომის დაწყებისკენ უბიძგეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics