12:00 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 17:51:13, 540 ნახვა

საზოგადოება
"ახალგარზდა უფლებადამცველთა ასოციაცია" ასირიელი ქრისტიანებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

"ახალგარზდა უფლებადამცველთა ასოციაცია"  ასირიელი ქრისტიანებისთვის ლტოლვილის  სტატუსის მინიჭებას ითხოვს. მათ შესაბამისი განცხადება დღეს მთავრობის კანცელარიაში მიიტანეს.

როგორც "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ალექსანდრე კობაიძემ, "ექსპრესნიუსს" განუცხადა,  ბოლო 2 წლის განმავლობაში, ქართულ მხარეს ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად  ათასამდე ახლო აღმოსავლეთიდან დევნილმა მიმართა, რომელთაგან თანხმობა მხოლოდ დაახლოებით, 20%-ს ეთქვა. კობაიძის შეფასებით, სახელმწიფომ ამ მიმართულებით უფრო თამამი ნაბიჯები უნდა გადადგას.

"ასირიელი ქრისტიანებისთვის ვითხოვთ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას.  ბოლო ორი წლის მანძილზე ათასამდე ახლო აღმოსავლეთიდან დევნილმა მიმართა სახელმწიფოს და ლტოლვილის სტატუსი მოითხოვა. სამწუხაროა, რომ აქედან დაახლოებით მხოლოდ 20 პროცენტს ეთქვა თანხმობა, დანარჩენს არა. ამიტომ, ჩვენი მოთხოვნაა,  სახელმწიფომ უფრო თამამი ნაბიჯები გადადგას და უფრო მეტ ადამიანს მიეცეს ლტოლვილის სტატუსი",-აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.

ცნობისთვის, "გააჩერეთ გენოციდი"- ამ სახელწოდებით ქართველი ფეისბუქ მომხმარებელები პეტიციას ავრცელებენ. საზოგადოება  ხელისუფლებისგან მართლმადიდებელი ასირიელებისთვის თავშესაფრის მიცემას ითხოვს. დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო"  ასირიელების წამებისა და მკვლელობის შემზარავ კადრებს სისტემატიურად აქვეყნებს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics