13:07 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 17:28:01, 551 ნახვა

სამხედრო
ბანაკ „პალდოში“ მსროლელ-ინსტრუქტორთა კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა

დანიის სამეფოს შიდა გვარდიის სკოლის  წარმომადგენელთა მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის რეზერვისტთა საველე მომზადების ბანაკ “პალდოში” მსროლელ-ინსტრუქტორთა კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.    

კურსი 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საქართველოს ეროვნული გვარდიის 20 სამხედრო მოსამსახურე საცეცხლე მომზადების დამოუკიდებლად დაგეგმვის, ჩატარებისა და კონტროლის უნარ-ჩვევებს დაეუფლა.

კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

დანიის სამეფოს შიდა გვარდია საქართველოს ეროვნულ გვარდიას გამოცდილებას 2010 წლიდან უზიარებს. თანამშრომლობის ფარგლებში განახლდა ეროვნული გვარდიის ინფრასტრუქტურა და გადამზადდა პირადი შემადგენლობა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics