16:04 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 13:40:32, 781 ნახვა

სამხედრო
I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მედლებით დაჯილდოვდა

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის XI ბატალიონის გაძლიერებული ასეულის პირადი შემადგენლობა „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მედლებით დაჯილდოვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იურგენ ვაითმა, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, გენერალ-მაიორმა მარტინ სმიტმა, საშტაბო უზრუნველყოფის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა პიეტრო ტორნაბენმა, ლოგისტიკის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა ედუარდ პენტამ და საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა რიჩარდ კაიზერმა „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობისთვის ნატოს მედლებით დააჯილდოვეს.

დაჯილდოების ცერემონიალს „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინის ხელმძღვანელი პირები და ბაზაზე მომსახურე კოალიციური ძალების სამხედროები დაესწრნენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული საერთაშორისო მისიაში ოქტომბრის თვიდან მონაწილეობს.  ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინის შიდა და გარე პერიმეტრის დაცვა, ასევე ბაზაზე მყოფი მაღალი რანგის პირების და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics