15:43 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-01 13:04:46, 785 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ახალ წელს სპეციალური ოპერაციების ძალებთან ერთად შეხვდნენ

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია ახალ წელს ვაშლიჯვრის ბაზაზე სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობასთან ერთად შეხვდნენ.

მინისტრმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ახალი, 2017 წლის დადგომა პირადად მიულოცა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მთელს საქართველოს და განსაკუთრებით შეიარაღებულ ძალებს მივულოცო 2017 წლის დადგომა. ვუსურვო მათ გამთლიანება, გაძლიერება, ოჯახების წარმატება და ყოველივე სიკეთე. რეფორმები, რომელიც უკვე დავიწყეთ და რომლის დაწყებასაც ვგეგმავთ, მინდა მიმართული იყოს ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად და თავდაცვისუნარიანობისკენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულმა ჯარისკაცმა, ოფიცერმა სახელმწიფოსგან მაქსიმალური ყურადღება იგრძნოს და ასევე იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ფარგლებში. ეს ჩვენი ამოცანაა და ერთობლივი ძალებით ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics