01:12 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 17:58:08, 618 ნახვა

სამხედრო
DIB სკოლაში ტრენინგების საჭიროებების ანალიზის შესახებ დისკუსია გაიმართა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში უსაფრთხოების სექტორში სამომავლო ტრენინგების საჭიროებები განიხილეს. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია, ასევე უსაფრთხოების და კრიზისიების მართვის საბჭოს, საქართველოს პარლამენტისა და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მხარეებმა 2017 წელს ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში დაგეგმილ საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების კურსებზე ისაუბრეს და ერთობლივი თანამშრომლობის ფორმატი განიხილეს. უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში ტრენინგების ანალიზის პროცესზე როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა.

ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს სამხედრო და სამოქალაქო სექტორის ჩართულობას ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) საქმიანობაში და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნის სურვილი გამოთქვეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნუკრი გელაშვილის თქმით, შეხვედრის მიზანი ერთობლივი პროექტების შეჯერება იყო, რომელიც საინტერესოა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ყველა უწყებისთვის: „2017 წელს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა გარკვეული პროექტების განხორციელებას გეგმავს. შეხვედრის მიზანი სწორედ პროექტების შეჯერება იყო, რომლებიც ყველა უწყებისთვის იქნება საინტერესო. აღნიშნული შეხვედრები გაიმართება სამუშაო დონეზე, სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, ხოლო სტრატეგიული ჯგუფი გარკვეულ ზედამხედველობას გაუწევს როგორც დაგეგმილ პროექტებს, ისე მათ შესრულებას“.

ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია და მის მთავარ მისიას თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება და თანამშრომლობის პროფესიული განვითარება წარმოადგენს. სკოლის მიზანია ეროვნულ დონეზე თავდაცვის, უსაფრთხოების საკითხებზე საერთო მიდგომების განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება ნატოს შესაბამის სტრუქტურებთან, წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics