00:56 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 12:37:11, 707 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღეს

ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და დათქმულ დროს შესაბამისი პროცედურების დაცვით დაიხურა. დაილუქა საარჩევნო ყუთი და საქართველოში გამოიგზავნა.

ავღანეთის ტერიტორიაზე ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ფარვანის პროვინციაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გახსნილ საარჩევნო უბანზე დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი.

II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა მაზარ-ი-შარიფში გერმანულ ბაზა "მარმალზე" არსებულ საარჩევნო უბანზე მიიღეს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა. ხოლო ქაბულში "მტკიცე მხარდაჭერის მისიის შტაბში მყოფმა IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის "ალფა" ასეულის სამხედროებმა, პარლამენტის არჩევნებში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღეს მონაწილეობა, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლები.

საარჩევნო უბნები სპეციალურად მოაწყო და აღჭურვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ავღანეთში წარგზავნილმა ჯგუფმა, რომელმაც არჩევნების ჩატარებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა. ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, მედიისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics