12:54 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-08 15:19:20, 734 ნახვა

სხვადასხვა
სახელმწიფო ფონდის თანამშრომლებმა თემქის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს 8 მარტი მიულოცეს

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულღა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თანამშრომლებმა თემქის, მოხუცთა თავშესაფარის ბენეფიციარებს „ქალთა საერთაშორისო დღე“ მიულოცეს.

სახელმწიფო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა ჯინჯიხაძემ და მისმა მოადგილემ ბელა გოგუამ მოხუცებს ყვავილები და სუნამოები აჩუქეს.

„ქალთა საერთაშორისო დღე მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს მივულოცეთ. მინდა ჯანმრთელობა, ბედნიერება და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო მათ“, - აღნიშნა ლაშა ჯინჯიხაძემ.

მოხუცთა თავშესაფარში დღესდღეობით სულ 40 ქალია.

„დღეს განსაკუთრებული დღეა ყველა ქალისთვის. მინდა მათ სიკეთე, სიყვარული და ბედნიერება ვუსურვო, განსაკუთრებით ჩვენს მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს, მათთვის დღე განსაკუთრებულია და შევეცადეთ, რომ ეს დღე გაგველამაზებინა მათთვის“, - განაცხადა ბელა გოგუამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics