13:12 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 16:34:38, 3576 ნახვა

კულტურა
თბილისში სალოტბარო სკოლების დღე გაიმართება

19 ივნისს, თბილისი სალოტბარო სკოლების დღეს უმასპინძლებს. 12:30 საათზე სალოტბარო სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II დალოცავს. 14:00 საათზე, ილიას ბაღში სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმრთება.

ეს იქნება ერთგვარი საანგარიშო მოსმენა-კონცერტი, რომელსაც დაესწრებიან: ანზორ ერქომაიშვილი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი-გიორგი და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრებიან.

სალოტბარო სკოლებს საჩუქრად გადაეცემათ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქათველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ გამოცემული ალბომები, ცნობილი ქართველი შემსრულებლების აუდიო ჩანაწერები და სხვა. ღონისძიების მხარდამჭერია კომპანია ,,IDS ბორჯომი საქართველო" .

„სალოტბარო სკოლების დღე მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ეს გახლავთ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ახლადგახსნილი, 14 სკოლებისთვის,  პირველი საანგარიშო მოსმენა-კონცერტი. კოცერტზე მსმენელის წინაშე წარსდგება 400 მოსწავლე“, - აღნიშნავს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსი თამარ ახობაძე:

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით 2014 წლიდან ეტაპობრივად იხსნება სალოტბარო სკოლები, რომელშიც მსურველები უფასოდ შეისწავლიანქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას. დღესდღეისობით, საქართველოს მასშტაბით 17 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს (წალენჯიხა, ხობი, ფოთი, ამბროლაური, ოზურგეთი, ლენტეხი, მესტია, ბორჯომი, თეთრიწყარო, ზესტაფონი, ყვარელი, ონი, ბაღდათი, დუშეთი, კასპი, გორი, ახალქალაქი) რომელშიც 700-მდე ბავშვი სწავლობს.სკოლებში ასწავლიან საუკეთესო/გამორჩული/ცნობილი ადგილობრივი ლოტბარები და რეგენტები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics