01:39 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 10:39:19, 514 ნახვა

სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსი ორდღიანი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა, მიწვეული სტუმრის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსების ფორმატში გამართულ ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის შეხვედრაში.

„შემდეგ კი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ კოსტარაკოსს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა ევროკავშირის ოპერაციების მიმდინარეობასა და ამ ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებზე იმსჯელეს.

ვიზიტის მეორე დღეს ნატოს ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომაზე საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს.

გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მონაწილეობა მიიღო შტაბის უფროსების დონეზე ნატოს სამხედრო კომიტეტის პარტნიორობის სხვადასხვა ფორმატში გამართულ სხდომებში და შეხვედრები ასევე გამართა ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ პაველთან, ავღანეთში ნატოს გადამწყვეტი მხარდამჭერი მისიის სარდალთან, გენერალ ნიკოლსონთან და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსებთან“,-აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში გუშინ დასრულდა.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics