2015-02-23 11:16:06, 734 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: სესხის აღება არა სავალუტო ფონდიდან, არამედ დონორი ორგანიზაციებიდან იგეგმება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, სესხის აღება არა სავალუტო ფონდიდან, არამედ დონორი ორგანიზაციებიდან იგეგმება.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომნის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მინისტრს სესხის რაოდენობა არ დაუსახელებია.
„სავალუტო ფონდიდან არ მითქვამს, რომ სესხის აღება იგეგმება. ამ შემთხვევაში საუბარია სხვა ინსტიტუტებზე, თუ რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი, ამაზე ბრიფინგი გაიმართება“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან