17:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-04 16:02:24, 2046 ნახვა

მსოფლიო
New York Times პეტანგონს და მდივან ჰექსიტს სასამართლოში უჩივლა

გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ პენტაგონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ის სამხედრო დეპარტამენტში მომუშავე ჟურნალისტებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

ოქტომბრის შუა რიცხვებში ამოქმედებული ახალი წესების თანახმად, ჟურნალისტები, რომლებიც ცდილობენ არაავტორიზებული - თუნდაც არაკლასიფიცირებული - ინფორმაციის მოპოვებას, დეპარტამენტისა და შეიარაღებული ძალების „უსაფრთხოებისთვის საფრთხედ“ მიიჩნევიან.

გარდა ამისა, 21-გვერდიანი წესები პენტაგონში გადაადგილებაზე, სამხედრო ობიექტების მონახულების მოთხოვნებსა და დეპარტამენტის ჩინოვნიკებთან და სამხედრო პერსონალთან კომუნიკაციაზე სხვადასხვა სხვა შეზღუდვას აწესებს. თავად დეპარტამენტმა ამას „საღი აზრი“ უწოდა.

ვაშინგტონის ფედერალურ რაიონულ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში „ნიუ-იორკ თაიმსი“ აცხადებს, რომ ეს წესები არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას, რომელიც სიტყვის თავისუფლებას უზრუნველყოფს. გაზეთი სასამართლოს სთხოვს, პენტაგონს ამ წესების გაუქმება დაავალა.

დონალდ ტრამპის გუნდის წევრის, თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის ამ ინიციატივის, ასევე წამყვანი ამერიკული გამოცემებისა და მაუწყებლების რეაქციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია აქ დავწერეთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics