17:11 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 18:45:41, 573 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში 22-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის ჯარისკაცებმა ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს

ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის ჯარისკაცებმა ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს. ქართველმა სამხედროებმა ჰუმანიტარული ტვირთი ბატალიონის სამოქმედო რაიონში, სოფელ პეტავაში სასწავლო სემესტრის განახლებასთან დაკავშირებით ჩაიტანეს.


ჰუმანიტარული ტვირთი 300 მოსწავლეზე იყო გათვლილი. ტვირთში შედიოდა სასკოლო ზურგჩანთები, კალმები, ფანქრები, ავღანეთისა და მსოფლიოს გეოგრაფიული რუკები, საგანმანათლებლო ბუკლეტები, ასევე საკანცელარიო ნივთები სკოლის პედაგოგებისთვის.

 ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გარდა ჰუმანიტარულ ოპერაციაში ავღანეთის ეროვნული არმიისა და ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. საჰაერო მხარდაჭერას „AH-64- აპაჩის" ტიპის საბრძოლო-მოიერიშე შვეულმფრენი უზრუნველყოფდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ავღანეთში მისიას 2015 წლის ოქტომბრიდან ასრულებს. „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მას V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი რამდენიმე კვირაში ჩაანაცვლებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics