23:53 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-31 17:02:53, 3221 ნახვა

მსოფლიო
კორუფციაში დადანაშაულების შემდეგ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა, - ამ ინფორმაციას, ქვეყნის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებაზე დაყრდნობით, ლიეტუური მედია ავრცელებს.

პრეზიდენტის თქმით, გინტაუტას პალუკასმა გადადგა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან და ასევე დატოვა სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა.

„მან დღეს დილით დამირეკა და გადადგომის შესახებ განაცხადა. ეს ფაქტია. არაფერი იცვლება. სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ქვეყნის ბოლო არჩევნები მოიგო და სეიმში უმრავლესობა აქვს. პარტია პოტენციური კოალიციის ფორმირებაზე კონსულტაციებს დაიწყებს“, - განაცხადა ნაუსედამ.

გინტაუტას პალუკასმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მისი კომპანიის საქმიანობასა და დაფინანსებაში შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა. ლიეტუვის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ორი კვირა მისცა. ამ თვის დასაწყისში ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ საქმის გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაავალა, ხოლო მისმა კოალიციურმა პარტნიორებმა მთავრობაში თანამდებობიდან გადადგომით დაემუქრნენ, თუ ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დარჩებოდა.

ამავდროულად, დღეს ლიეტუვურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინანსური დანაშაულის გამოძიების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა კომპანია „დანკორაში“, რომელიც პალუკასის რძალს (ძმის ცოლს) ეკუთვნის. მედიის ცნობით, აღნიშნულმა კომპანიამ ევროპული დაფინანსება მიიღო და პალუკასის „გარნისისგან“ აკუმულატორების სისტემები შეიძინა.

გინტაუტას პალუკასი ლიტვის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2024 წლის ნოემბრიდან იკავებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics