19:56 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-16 14:51:27, 852 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი განიხილავს, რომ აშშ-ში შესვლა კიდევ 36 ქვეყნის მოქალაქეებს შეუზღუდოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს, რომ ქვეყანაში შესვლა კიდევ 36 ქვეყნის მოქალაქეებს შეუზღუდოს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მიმოწერაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ ხელმოწერილ შიდა დიპლომატიურ წერილში სახელმწიფო დეპარტამენტი ასახელებს ათობით ქვეყანას, რომლებიც შეშფოთებას იწვევენ და რომელთა მოქალაქეებს, შესაძლოა, მთლიანად ან ნაწილობრივ შეეზღუდოთ შესვლა აშშ-ში, თუ ეს ქვეყნები 60 დღის ვადაში არ დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს.

„როიტერის“ ცნობით, ჩამონათვალში შემდეგი ქვეყნებია: ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, კაბო ვერდე, კამბოჯა, კამერუნი, კოტ დივუარი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ჯიბუტი, დომინიკა, ეთიოპია, ეგვიპტე, გაბონი, გამბია, განა, ყირგიზეთი, ლიბერია, მალავი, მავრიტანია, ნიგერი, ნიგერია, სენტ კიტსი და ნევისი, სან ტომე და პრინსიპი, სენეგალი, სამხრეთ სუდანი, სირია, ტანზანია, ტონგა, ტუვალუ, უგანდა, ვანუატუ, ზამბია და ზიმბაბვე.

აღნიშნულ ქვეყნებთან დაკავშირებულ პრობლემებს შორის სახელმწიფო დეპარტამენტი ასახელებს ამ სახელმწიფოების დოკუმენტების უსაფრთხოებას, მათი მოქალაქეების ჩართულობას ტერორისტულ, ანტისემიტურ ან ანტიამერიკულ საქმიანობაში; ასევე იმას, რომ ზოგიერთი ქვეყანა უარს ამბობს დეპორტირებული მოქალაქეების მისაღებად ვაშინგტონთან თანამშრომლობაზე.

მანამდე, 9 ივნისს ძალაში შევიდა დონალდ ტრამპის განკარგულება, რომელიც 12 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლას კრძალავს, შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს კი შესვლას უზღუდავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics