12:33 - 16 Apr, 2026
|
2025-06-09 15:27:30, 607 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - ნატო-მ ყველა ნიღაბი ჩამოიხსნა და აჩვენებს, რომ მისი არსი არის აგრესიისა და კონფრონტაციის ინსტრუმენტი
ნატო-მ ყველა ნიღაბი ჩამოიხსნა და აჩვენებს, რომ მისი არსი არის აგრესიისა და კონფრონტაციის ინსტრუმენტი. ამგვარად გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ინფორმაციას ალიანსის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების 400%-ით გაზრდის საჭიროებასთან დაკავშირებით. „ახლა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მოიხსნა ყველა ნიღაბი და ყველანაირად ავლენს როგორც აგრესიისა და კონფრონტაციის ინსტრუმენტის არსს“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ ჩეთემ ჰაზსში დაგეგმილი სიტყვით გამოსვლისას, ნატო-ს გენერალური მდივანი ალიანსის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობების 400%-ით გაზრდის საჭიროების შესახებ განაცხადებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)