15:13 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-14 09:52:37, 589 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - ჩვენი განზრახვაა, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დავაწესოთ, თუ ის ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, თუ ის ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე უარს იტყვის, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მაკრონმა ტელეარხ TF1-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთის და ზოგადად ევროპული სახელმწიფოების მიზანია ცეცხლის შეწყვეტა „ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე იმისთვის, რომ ტერიტორიებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები განიხილონ“.

„ჩვენი განზრახვაა, უახლოეს დღეებში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დავაწესოთ, თუ ის ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

მისი თქმით, ევროპული სახელმწიფოები კოორდინაციას უწევენ თავიან სასანქციო ზომებს.

შეგახსენებთ, შაბათს გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა რუსეთს 12 მაისიდან ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისკენ მოუწოდეს და ახალი სანქციებით დაემუქრნენ, თუ ის ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდებოდა. 13 მაისს ცნობილი გახდა, რომ ევროპელი ლიდერები მზად არიან, ახალ სანქციებზე გადასვლამდე უკრაინისა და რუსეთის ლიდერების თურქეთში შესაძლო შეხვედრას დაელოდონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics