13:48 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 11:57:38, 718 ნახვა

კომენტარი
ხიდაშელი: ამერიკის მთავრობამ გვაცნობა, რომ ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ვარაუდი არსებობს, თუმცა ეს არის ვარაუდი

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მისმა უწყებამ თარხარ ბათირაშვილის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს დილით მიიღო.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, სხვა დამატებითი დეტალი ამ დროისთვის უცნობია.

"ამის შესახებ ინფორმაცია, მე დღეს დილით მომივიდა, მაგრამ რა თქმა უნდა ამის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია. ამ წუთის მდგომარეობით, ჩვენ ზუსტად ისევე ველოდებით საბოლოო პასუხებს, როგორც დანარჩენი საზოგადოება. ჩვენს პარტნიორებთან აქტიური და ქმედითი ურთიერთობა გვაქვს ნებისმიერ საკითხზე. მათ გვაცნობეს, ხაზგასმით ვამბობ, რომ ასეთი ვარაუდი არსებობს, თუმცა ეს არის ვარაუდი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა, ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, დასავლური მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა "ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, წარმოშობით პანკისელი ტერორისტის, აბუ ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილი შესაძლოა, ლიკვიდირებული იყოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics