01:33 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-03 10:39:40, 748 ნახვა

კომენტარი
ევა გოცირიძე ადასტურებს, რომ დახურულ სხდომაზე ნინო გვენეტაძემ მოსამართლეებს ”ცუციკები” უწოდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე ადასტურებს, რომ ერთ-ერთ დახურულ სხდომაზე ნინო გვენეტაძემ მოსამართლეები არაეთიკურად მოიხსენია და მათ ცუციკები უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი2" ავრცელებს.

მათივე ცნობით,  გოცირიძე  ამბობს, რომ ეს ფრაზა მას თავად არ მოუსმენია და მომხდარის ვერც ზუსტ დროს იხსენებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი  ამ ფაქტის გამო გვენეტაძის დისციპლინარული დევნას გამორიცხავს.

"ეს თემა რომ იყო გაჟღერებული და უკმაყოფილება რომ გამოიწვია ეს მახსოვს, მაგრამ მე ვიყავი თუ არა, ვერ ვიხსენებ. საბჭოს სხდომაზე მოხდა თუ სხვაგან, არვიცი. გამიგია უბრალოდ კოლეგებისგან, რომ  რაღაც ასეთი მოესმათ",-განაცხადა ევა გოცირიძემ.

მოსამართლეთა წრეში კიდევ ერთი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია კურიერს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, საუბარია შიდა კომპიუტერულ ქსელში მოსამართლეთა მიმოწერაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics