17:04 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-24 20:38:38, 5821 ნახვა

სპორტი
საქართველოს ნაკრებმა რაგბში ტონგას ნაკრები 22-7 დაამარცხეს

ბორჯღალოსნებმა 2024 წელი მოგებით დაასრულეს. საქართველოს ნაკრებმა რაგბში ტონგას ნაკრები 22-7 დაამარცხეს,

ქართველი მორაგბეების პირველივე შეტევა სანდრო თოდუამ დააგვირგვინა, ლუკა მატკავამ გარდასახვაც ზუსტად დაარტყა და საქართველოს ნაკრები 7:0 დაწინაურდა.

57-ე წუთზე ქართველმა მორაგბეებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს, რომელიც დავით ნინიაშვილმა შესანიშნავი ლელოთი დაასრულა, მაგრამ საქმეში ვიდეორეფერი ჩაერთო, ლელო არ ჩაითვალა, წესების დარღვევისთვის კი გიორგი მამაიაშვილი არბიტრმა მოედნიდან გააძევა და „ბორჯღალოსნები“ 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ.

14 მოთამაშით დარჩენის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა მე-60 წუთზე სწრაფი შეტევის განხორცილება მოახერხეს, ტონგელებმა თამაშის წესი დაარღვიეს, რის გამოც საჯარიმო ლელოთი და ტონგელი მოთამაშის 10-წუთიანი გაძევებით დაისაჯნენ – 14:0.

დარჩენილ დროში ლუკა მატკავამ ზუსტი საჯარიმო დარტყმა შეასრულა, 72-ე წუთზე კი  აკაკი ტაბუცაძემ შესანიშნავი ლელო დადო და „ბორჯღალოსნები“ კიდევ უფრო დააწინაურა – 22:0.

მატჩის დასკვნითი ხუთი წუთი საქართველოს ნაკრები კიდევ ერთხელ დარჩა კაცნაკლული – არბიტრმა მოედნიდან ლუკა ნიორაძე გააძევა. ტონგელებმა დარჩენილ დროში დიდი ძალებით შეუტიეს და პრესტიჟის ლელოს დადება მოახერხეს.

საბოლოოდ შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა და „ბორჯღალოსნებმა“ „ოლ ბლექს XV“-ტან და იტალიასთან წაგებების შემდეგ, შემოდგომის ტესტმატჩების სერია თბილისში გამარჯვებით დაასრულეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
ერთი პირი სტუმრად ყოფნისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ორმა მამაკაცმა ცხედარი ტყეში დამალეს და მიიმალნენ
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics