14:09 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-20 02:14:07, 1442 ნახვა

სპორტი
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება ჩეხეთთან მატჩით დაასრულა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში ჩეხეთს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

ოლომოუცში გამართული მატჩი ჩეხებმა კარგად დაიწყეს და მე-3 წუთზე ანგარიში გახსნეს. კონტრშეტევაზე ჩვენი დაცვა ჩავარდა და პაველ შულცმა ახლოდან ზუსტად დაარტყა. 24-ე წუთზე კი საჯარიმო დარტყმა ადამ ჰლოჟეკმა იდეალურად შეასრულა და ჩეხების უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ვილი სანიოლმა შეტევის გაძლიერება ტაქტიკური ცვლილებით სცადა და მცველი გიორგი გველესიანი შემტევი ზურიკო დავითაშვილით შეცვალა. საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია, ერთ-ერთი შეტევისას ხვიჩა კვარაცხელიამ ძელს მოარტყა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, მე-60 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ თავისი შანსით ისარგებლა და სხვაობა შეამცირა. თუმცა „ჯვაროსნებმა“ მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ 1:2 დამარცხდნენ.

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ალბანეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო უკრაინის ნაკრებთან და C დივიზიონში დაქვეითდა.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფი მესამე ადგილზე დაასრულა და B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად C დივიზიონის რომელიმე მესამეადგილოსანთან პლეი ოფში ითამაშებს.

"პირველი არხი"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics