11:55 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-28 10:40:03, 745 ნახვა

სხვადასხვა
შსს-ს თანამშრომლებს ლიტველმა ექსპერტებმა კიბერდანაშაულის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, შსს-ს აკადემიის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ ფარგლებში, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ლიტველმა ექსპერტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ხუთდღიანი ტრენინგი ჩაუტარეს.

სწავლებაზე ციფრული მტკიცებულების ძებნა-ამოღება-დამუშავების, ბავშვთა პორნოგრაფიის და ონლაინ ფინანსური მაქინაციების გამოძიების, ინტერნეტ პროვაიდერებს შორის თანამშრომლობის, სამართალდამცავ ორგანოებს შორის გამოცდილების გაზიარების და ევროპოლთან ურთიერთობის საკითხები განიხილეს. ტრენინგზე ასევე WEB ტექნოლოგიების დანერგვის და კიბერდანაშაულის გამოძიების დროს მათი ეფექტურად გამოყენების შესახებ იმსჯელეს.

პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.

ტრენინგის დასასრულს, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics