17:15 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 13:46:51, 553 ნახვა

სამხედრო
დუისში საკონტრაქტო სამსახურით დაინტერესებული ახალგაზრდების რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა, 16 თებერვალს, დუისის საზოგადოებრივ ცენტრში დაინტერესებული ახალგაზრდების რეგისტრაცია დაიწყეს.

როგორც „ექსპრენიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის მსურველები, რეგისტრაციის შემდეგ ფსიქოლოგიურ შემოწმებას და ფიზიკურ ტესტს ჩააბარებენ.

პროცედურების წარმატებით გავლის შემდეგ ახალგაზრდები საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩაირიცხებიან და 10 კვირის განმავლობაში საბაზისო სამხედრო უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფებში გადანაწილდებიან. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ოთხწლიანი კონტრაქტით 18-დან 35-წლამდე წვევამდელებს და იმ ახალგაზრდებს იღებენ, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური გავლილი აქვთ.

სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. კონტრაქტორის ხელფასი 950 ლარს შეადგენს. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგო წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით იზრდება. „საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ პანკისელი ახალგაზრდებისთვის მიცემული პირობა სრულდება. მიმდინარე წლის 10 იანვარს ხეობაში თავდაცვის მინისტრის ვიზიტისას ადგილობრივმა ახალგაზრდებმა შეიარაღებულ ძალებში სამსახურის სურვილი გამოთქვეს. რადგან საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა ამ დროისთვის უკვე შეწყვეტილი იყო, თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილებით, საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის ვადა ორი კვირით და მხოლოდ პანკისის ხეობის მცხოვრებლებისთვის გაგრძელდა“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics