18:35 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 10:31:32, 678 ნახვა

ეკონომიკა
ხადური: ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი რეგიონში ყველაზე მაღალია, თუმცა გაცილებით მეტი ამბიციები გვაქვს

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროგნოზი ყველაზე მაღალი არის რეგიონში, ცხადია ამასთან დაკავშირებით  ჩვენ უფრო მეტი ამბიციები და უფრო მეტი საჭიროებები გვაქვს“,-ამის შესახებ  დღევანდელ მთავრობის სხდომაზე  ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო,  ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო შეთანხმებულად მუშაობენ, რათა ეკონომიკური ზრდის პროცესი შეუქცევადი იყოს.

  „ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რომ მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის განხორციელება უნისონში იყოს იმისთვის, რომ თანმიმდევრული ნაბიჯები გადავდგათ როგორც ჩვენ, ისე ეროვნულმა ბანკმა და ხელი შევუწყოთ მოკლევადიან პერიოდში სტაბილურობას და ინფლაციის თავიდან აცილებას. ჩვენ ეკონომიკის სამინისტრო, ეროვნული ბანკი და შესაბამისი უწყებები  ვმუშაობთ, იმისათვის, რათა ეკონომიკური ზრდის პროცესი შეუქცევადი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროგნოზი ყველაზე მაღალია რეგიონში, ცხადია ამასთან დაკავშირებით  ჩვენ უფრო მეტი ამბიციები  და უფრო მეტი საჭიროებები გვაქვს“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics