20:40 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-05 10:42:05, 817 ნახვა

რეგიონი
კასპის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სოფელ ახალციხეში, ნოსტესა და მთიულთუბანში შეხვედრები გამართეს

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, შოთა ბეგლარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ ახალციხეში, ნოსტესა და მთიულთუბანში შეხვედრები გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, შეხვედრაზე ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, რომ პროგრამის მთავარ მიზანს სოფლებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მნიშვნელოვან პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების აქტიურობა და მათი ჩართულობა წარმოადგენს.

„სამივე სოფლის მოსახლეობამ დასახელებული წინადადებებიდან ყურადღება სოფლის საჭიროებებზე გაამახვილა და გადაწყვეტილებებიც შესაბამისი პრობლემების გადაჭრაზე მიიღო.

ერთად, მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის განკარგულება გააცნო, რომლის თანახმადაც სამივე სოფელში მიმდინარე წელს გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება.

კასპის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 950 000 ლარია გამოყოფილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics