21:07 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-07 10:43:53, 1845 ნახვა

სამხედრო
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა. მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გიორგაძემ რთული, გამოწვევებით სავსე უსაფრთხოების გარემოში მსგავსი კურსების ორგანიზების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მსმენელებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები  გადასცა. 

წელს „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კური“ მეორედ  ჩატარდა და კაჭრეთში მდებარე სასტუმრო „ამბასადორში“ ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხვადასხვა უწყებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს  ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვის, ქვეყნის უსაფრთხოების ფორმირების პროცესში თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის, კრიზისულ სიტუაციებში პოზიციონირებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარების შესაძლებლობა ჰქონდათ.

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების კურსების მოდელზე ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 2012 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად იმართება.

ბოლო ორი წელია ქართული მხარე,  თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის  სკოლა (DIBS)  კურსს დამოუკიდებლად ატარებს",- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ბოროტება და სიგიჟე“- MAGA-ს აქტივისტებმა ტრამპის გადადგომის მოთხოვნა დაიწყეს
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics