20:57 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-18 14:06:54, 875 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა - ბათუმში სამი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

ბათუმში წელს სამი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალი ბაღები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად დაათვალიერა.

"ბაღები ადაპტირებულია, კეთილმოეწყო ეზოები, განთავსდა ფანჩატურები და საბავშვო ატრაქციონები. სამივე ბაღი, ჯამში, 810 აღსაზრდელზეა გათვლილი, დასაქმებულია 147 თანამშრომელი.

მიმდინარე წელს, ბათუმში 22 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია ხორციელდება. აშენდა 3 და იწყება კიდევ 3 ბაღის მშენებლობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 16-ს, მათ შორის, 12 ბაღში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება. 2023-2024 წლებში საბავშვო ბაღების გამაგრება-რეაბილიტაციისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის 24 მილიონ 300 ათასამდე ლარია გათვალისწინებული.

საბავშვო ბაღები აშენდა ქათამაძის ქ. #38-ში, ბაგრატიონის ქ. #127-ში და დაბა ჩაქვში, ჭავჭავაძის ქ. #7-ში.

ბათუმში ახალი ბაღების გახსნას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე ესწრებოდნენ",- ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics