15:43 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 14:39:12, 832 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ფლორიდის შტატის სენატორ ანა მარია როდრიგესს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფლორიდის შტატის სენატორ ანა მარია როდრიგესს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთთანამშრომლობას გაესვა ხაზი, ასევე საუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფლორიდის შტატის სენატორ ანა მარია როდრიგესთან შეხვედრაზე, ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივების შესახებ ვიმსჯელეთ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრები საჯარო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

ფლორიდა, მაიამი ტურიზმის და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების, თანამედროვე ტენდენციების გაზიარება და დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.  მაიამი  უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესს და FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023-ის დაჯილდოებას მასპინძლობს, სადაც ბათუმის სტადიონი საჯარო ინფრასტრუქტურის კატეგორიაში საერთაშორისო ჯილდოზეა წარდგენილი. FIABCI-ის დაჯილდოების გახსნამდე თორნიკე რიჟვაძე ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics