02:10 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-03 15:42:48, 1312 ნახვა

რეგიონი
ქედაში გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისა და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისა და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს გენდერული თანასწორობისა და მის ირგვლივ არსებული გამოწვევების შესახებ.

“ტრენინგი საინტერესოდ და ინტერაქციულად წარიმართა, სესიის პროცესში მონაწილეებს ერგოთ თითო გამოწვევა, როგორიცაა: ქალები და ეკონომიკა, ქალთა მიმართ ძალადობა, ქალები გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მარტოხელა დედები და სხვა. აღნიშნული გამოწვევები როგორც ინდივიდულურად, ასევე, ტრენინგზე ერთობლივად განიხილეს.

ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ქალებისა და გოგონების ეკონომიკური გაძლიერება, რომლის ფარგლებშიც არაერთი პროექტი ხორციელდება.

შეხვედრა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა”,- აღნიშნულია ქედის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics