15:19 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 17:43:05, 1330 ნახვა

რეგიონი
კასპის საფეხბურთო სკოლას კლუბ "დინამო თბილისის" აკადემია სტუმრობდა

წელს კასპში, "დინამო თბილისის" აკადემიის მიერ პროგრამის - "საფეხბურთო ყურადღება რეგიონებს" ფარგლებში ერთი სავარჯიშო ჯგუფი გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, აკადემიის დირექტორი ლევან გვანცელაძე, რეგიონის კურატორი პაატა მეტრეველი და მენეჯერი გია ისიანი ჯგუფის ვარჯიშს დაესწრნენ, მოგვიანებით კი მწვრთნელებს - შავლეგ მაჭარაშვილსა და ნიკა ლეკვეიშვილს გადამზადების სპეციალური კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

შეხვედრას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი დაესწრნენ. როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, მერია ყოველთვის მზადაა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics