14:56 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-18 15:42:48, 1655 ნახვა

რეგიონი
შუახევში, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

შუახევში, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრას, მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მარტოხელა სტატუსის მქონე და დღის ცენტრის ბენეფიციარების დედები ესწრებოდნენ.

ქალბატონებს, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე, შუახევის  მერის მოადგილეებმა, მირიან აბაშიძემ, გურამ ზოიძემ, რუსუდან შავაძემ, საკრებულოს წევრმა ფატი ჭაღალიძემ მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ხელმძღვანელმა პირებმა, დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტში მოქმედ სოციალურ პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია და ისაუბრეს  ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და  მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობაზე, ქალის როლის მნიშვნელობაზე ადგილობრივ თვითმართველობასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში, სოფლად მცხოვრები ქალების წვლილზე სოფლის მეურნეობის განვითარებაში და ა.შ.

სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება შუახევის ,,ქალთა ოთახის" ორგანიზებით გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics