14:03 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 12:51:08, 1366 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ ედუარდ ნაკაშიძე დაინიშნა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  მოადგილედ ედუარდ ნაკაშიძე დაინიშნა. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად, სამინისტროს თანამშრომლებს მინისტრის ახალი მოადგილე, ედუარდ ნაკაშიძე წარუდგინა. 

დღეიდან, ედუარდ ნაკაშიძე მინისტრის მოადგილის რანგში, ეკომიგრაციის მიმართულებას უხელმძღვანელებს. მას საჯარო სამსახურში საქმიანობის 19 წლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში დასაქმებული იყო აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ხოლო ბოლო პერიოდში საქმიანობდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის, ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების განყოფილების უფოსად. ედუარდ ნაკაშიძე აქტიურად იყო ჩათული ე.წ. ,,ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი სპეციალური კომისიის მუშაობაში. 

დღეიდან ასევე, მინისტრის პირველი მოადგილის პორფელიო, მარი ზანაქიძემ ჩაიბარა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics