11:27 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-22 11:29:26, 1701 ნახვა

რეგიონი
შუახევის მასწავლებელთა მეოთხე მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა

შუახევის მასწავლებელთა მეოთხე მუნიციპალური კონფერენცია სახელწოდებით-,, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის გამოწვევები და სწავლების ინოვაციური მიდგომები“ გაიმართა.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება, მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 140-მა პედაგოგმა, მათ შორის მოხსენებები წარმოადგინა 52- მა. კონფერენციის მონაწილე მასწავლებლებს  შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

კონფერენციას,  შუახევის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, შუახევის რესურსცენტრისა და  აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები, შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.

კონფერენცია ჩატარდა შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებითა და შუახევის მერიის,  აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლის, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics