16:11 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-17 18:05:15, 1642 ნახვა

რეგიონი
ქალაქ ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის ფესტივალი „Expo Batumi Travel 2022“ გაიმართა

13-15 მაისს ქალაქ ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-13 ფესტივალი „Expo Batumi Travel 2022“ გაიმართა, რომელშიც  საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტები, ტურიზმის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გამოფენაზე კასპის მუნიციპალიტეტი წარმოადგინეს შპს „თი-ემთი“-მ, შპს „ჯორჯიან ნატურალპროდუქტმა“ და ინდმეწარმე ირმა გოგობერიძემ.

შპს „თი-ემთი“-მ გამოფენაზე დამთვალიერებლებს  საკონსერვო ნაწარმი, ხილის წვენები, მურაბები და მარინადები, ხოლო შპს „ჯორჯიან ნატურალპროდუქტმა“ სხვადასხვა სახის სასმელი შესთავაზეს.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ირმა გოგობერიძის პროდუქციამ - მრავალი სახეობის თხის ყველმა, ვინაიდან საქართველოში თხის მოშენება და ყველის წარმოება შედარებით იშვიათია.  

კასპის მუნიციპალიტეტს საერთაშორისო გამოფენაში აქტიური მონაწილეობისათვის სერთიფიკატი გადაეცა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics