02:40 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-03 23:21:17, 1226 ნახვა

სამხედრო
რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევი და ლუგანსკის ოლქის ქალაქები დაბომბა

რუსული ჯარების მიერ ლუგანსკის ოლქის ქალაქების დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

რუბიჟნეში, გაიდაის თქმით, დაბომბეს საავადმყოფო და ერთი ადამიანი დაიღუპა.

„სამი ადამიანი დაიჭრა - ესენი არიან ლისიჩანსკის და ნოვოდრუჟესკის მაცხოვრებლები. განადგურებული საცხოვრებლის ნანგრევებიდან ოთხი ადამიანი გამოიყვანეს. რუსებმა დაბომბვით კიდევ 13 ობიექტი დააზიანა. მათგან ცხრამ ცეცხლი გაავრცელა. სამი მაღალსართულიანი კორპუსი და ექვსი კერძო სახლი იყო. განადგურდა. მტრის ჭურვი მოხვდა რუბიჟნის ჰოსპიტალში. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - წერს გაიდაი Telegram-ში.
ნიკოლაევის რაიონში ოჩაკოვის დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები. ამის შესახებ ნიკოლაევის რეგიონალური სამხედრო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა.

დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics