17:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-01 15:25:23, 1738 ნახვა

რეგიონი
კასპში, კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ნიგოზას ავტობანთან დამაკავშირებელ გზაზე, ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ნიგოზას ავტობანთან დამაკავშირებელ  გზაზე, ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაზიანებულ გზაზე არსებული ორმოები და არ არსებული სანიაღვრე არხი დაზიანების ხარისხს ზრდიდა, გადაადგილება უჭირდა როგორც ქვეითად მოსიარულეებს ისე სატრანსპორტო საშუალებებს. განსაკუთრებით კი საჯარო სკოლის მოსწავლეებს ექმნებოდათ პრობლემები.

გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იბოლია“ ასრულებს, რომლის ღირებულება 160 320 ლარია. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის დასრულება 400  ბენეფიციარისთვის უზრუნველყოფს არსებული  პრობლემის მოხსნას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics