11:14 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-28 17:12:09, 1959 ნახვა

რეგიონი
უკრაინის ომბუდსმენი – სააკაშვილს სჭირდება მკურნალობა მულტიფუნქციურ კლინიკაში ან საზღვარგარეთ

უკრაინის სახალხო დამცველი, ლიუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ გმობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის მე–12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას.

ომბუდსმენი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესად რჩება, რის გამოც, ის ბოლო 3 სასამართლო სხდომაზე დასწრებას ვერ ახერხებს.

„ვრცელდება უკიდურესად საგანგაშო ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მორიგი შიმშილობის დაწყების მზადყოფნის შესახებ. მიხეილ სააკაშვილს სჭირდება მულტიფუნქციურ კლინიკაში მკურნალობა საქართველოში ან საზღვარგარეთ“, – წერს დენისოვა.

ამასთანავე, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ უკრაინამ უნდა მოახდინოს ექიმებისა და ექსპერტების დელეგირება, რათა განსაზღვროს საკუთარი მოქალაქის ჯანმრთელობის ზარალის ხარისხი და მიიღოს გადაწყვეტილება შემდგომი მკურნალობის პირობების შესახებ.

„ვთხოვ უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მკაცრად დაგმონ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვა და სამედიცინო დახმარების უფლებები, რომლებიც აღსრულებულია კონვენციის მე–2 მუხლით.

მივმართავ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის კვალიფიციური მკურნალობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მის სრულ გამოჯანმრთელებამდე“, – წერს ომბუდსმენი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics