17:31 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-10 14:05:48, 4071 ნახვა

Lifestyle
მთელი ოჯახი წუხს : ინგლისის სამეფო კარი ჰარის და მეგანის ინტერვიუს ეხმაურება

Daily Mail  წერს, რომ მსოფლიო ამ განცხადებას, სასექსების სკანდალურ ინტერვიუზე უფრო მეტად ელოდა. საუბარი დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის პოზიციას ეხება, რომელიც მას მერე ჩამოყალიბდა, რაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ცნობილ ამერიკელ ტელეწამყვან ოპრა უინფრისთან ინტერვიუში სასახლიდან "გაქცევაზე" ისაუბრეს. დედოფალმა შვილიშვილის და მისი მეუღლის ღია საუბარი ყურადღების გარეშე ვერ დატოვა.
ცნობილ ინტერვიუში სასექსები მეტწილად საუბრობენ იმაზე, თუ რაოდენ არათანაბარი და არასამართლიანია სამეფო ოჯახი გვირგვინის მემკვიდრესა და მის უნცროს ძმას შორის. მეგანი საუბრობს ბევრ დაბრკოლებაზე და სირთულეზე, რომელიც მისმა პერსონამ გამოიწვია, აგრეთვე საუბარი მსახიობის კანის ფერს და საქმიანობას ეხებოდა. მარკლმ,ა აღიარა, რომ ამ მძიმე დროს ის სუიციდზეც კი ფიქრობდა.
ინგლისის საზოგადოების ხედვები ინტერვიუს მიმართ ორად გაიყო-ბრიტანელების ერთი ნაწილი ჰარის და მეგანს მხარდაჭერას უცხადებს, ხოლო მეორე სამეფო რეგლამენტის უხეში დარღვევის გამო წყვილს მკაცრად აკრიტიკებს.
"საუბარში აწეული კითხვები, მითუმეტეს ის, რომელიც რასის გამო დისკრიმინაციას ეხება მღელვარების გამომწვევი უდაოთაა. ამის მიუხედავად, სხვადასხვა სიტუაცია ჩვენს და მათ მეხსიერებაში ერთმანეთისგან შეიძლება განსხვავდებოდეს, ამის მიუხედავად ამას სერიოზულად მივიჩნევთ. მთელი ოჯახი წუხს და აწეულ საკითხებს აუცილებლად განიხილავს",-ნათქვამია ბუკენგემის სასახლის ოფიციალურ განცხადებაში.
"ჰარი, მეგანი და არჩი ჩვენი ოჯახის საყვარელი წევრები ყოველთვის იქნებიან",-ვკითხულობთ საჯარო განცხადების დასასრულში.









ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics