01:28 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 14:57:57, 529 ნახვა

ეკონომიკა
საბურთალოს „სმარტში“ 20 000-მდე დასახელების პროდუქტზე 15%-იანი ფასდაკლებაა

დღეიდან 1 თებერვლის ჩათვლით, საბურთალოზე მდებარე სუპერმარკეტი „სმარტი“ მომხმარებელს 20 000 დასახელების პროდუქტზე 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

შესაბამისად, მხოლოდ 3 დღით, „სმარტის“ ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება  უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფართო ასორტიმენტი შეღავათიანი ფასით იყიდოს და უქმე დღეებზე საჭირო პროდუქტები მოიმარაგოს.

“სუპერმარკეტი „სმარტი“ ყოველთვის ცდილობს ერთგული მომხმარებელი ექსკლუზიური შეთავაზებებითა და წამახალისებელი აქციებით გაანებივროს.  ფასდაკლების აქციის ფარგლებში საბურთალოს მოსახლეობას საშუალება ექნება 20 000-მდე დასახელების პროდუქტი “სმარტში” შეღავათიან ფასად შეიძინოს. წამახალისებელი აქციით გვსურს მადლობა გადავუხადოთ საბურთალოზე ახალგახსნილი „სმარტის“ მომხმარებელს  ერთგულებისათვის და კიდევ მეტად გავუმძაფროთ „ხარისხის დეტალებში“ განცდა „სმარტში“ მოსვლისას“, - აცხადებენ „სმარტში“.

ცნობისთვის, „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“  სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სა ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ბათუმში, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics