20:10 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 16:39:12, 825 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი უნგრეთის ელჩს შანდორ საბოს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შანდორ საბოს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მათ შორის, ტურიზმის, ინვესტიციების, მეწარმეობისა და უძრავი ქონების სფეროებში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დადებით ტენდენციებზე, რომელიც წარმოიშვა საქართველოსა და უნგრეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისების ამოქმედების შემდეგ. როგორც ითქვა, 2014 წელს უნგრეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა 42 პროცენტით გაიზარდა, მიმდინარე წლის პირველი რვა თვის მონაცემებით კი ამ მაჩვენებელმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 130 პროცენტით მოიმატა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics