მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა კი 67 მლნ ლარს მიაღწია. 

" />
00:03 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 12:17:35, 714 ნახვა

ეკონომიკა
კახეთში ამ დროისთვის 98 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის კახეთის რეგიონში 98 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.

მათივე ცნობით, მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 67 მლნ ლარს მიაღწია.

„30 სექტემბერს  დაფიქსირდა მიმდინარე რთველის სეზონზე რქაწითელის გადამუშავების პიკური მაჩვენებელი - 4,4 ათასი ტონა. სულ დღეღამურად გადამუშავდა 6 607 ტ, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურ ფაზაშია. რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის ქარხნებში ყურძენი 12 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.

ამ დროისთვის გადამუშავებულია  რქაწითელი 48,2 ათას ტონამდე, საფერავი - 37 ათას ათას ტონამდე, ასევე 2,3 ათასი ტონა  კახური მწვანე და 10 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.

ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 47 კერძო კომპანია და ასევე  სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 16 ღვინის საწარმო. 

კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 33 ათას ტონა, თელავი - 21,4 ათასი ტონა, ყვარელი - 18 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,5 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 7,3 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა, ახმეტა - 3,1 ათასი ტონა და საგარეჯო - 5,2 ათასი ტონა. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში რთველი ფაქტობრივად დასრულებულია.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics