2020-11-04 20:35:27, 789 ნახვა
თბილისში, საოლქო კომისიებთან, სადაც საჩივრებს განიხილავენ, საპროტესტო აქციები იმართება
თბილისში, საოლქო კომისიებთან, სადაც საჩივრებს განიხილავენ, საპროტესტო აქციები იმართება.
აქციებზე ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები არიან, რომლებიც საჩივრების განხილვაზე შესვლას ითხოვენ.
ოპოზიციონერები და აქტივისტები შეკრებილები არიან ისანში, სამგორში, საბურთალოზე, გლდანში.
საჩივრების განხილვებზე ჟურნალისტებსაც არ უშვებენ.
ყველა საარჩევნო უბანზე, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
შეგახსენებთ, რომ დღეს საჩივრების განხილვის ბოლო დღეა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,